Poem Illustration

•უუფლებო სიყვარული

უუფლებო სიყვარული შემრჩა, წარსულისკენ გადახედვა არ მსურს. შენ იქა ხარ, მე კი სად ვარ ნეტა? ვერასოდეს ჩემი ვერა გახდი. უიფლებო სიყვარული დამდევს? შენს თვალებში სხვა სამყაროს ვზრდიდი და წახვედი მე კი დავრჩი მარტო, უუფლებო სიყვარულის ტვირთი. და ჰო, როცა შეერთდება ზეცა, ღრუბლებს ზემოთ აფრინდება მთვარე. სექტემბრის ცა სულ სხვაგვარად ჭექავს, დეკემბერში მე ვერ დავლევ წყაროს. უუფლებო სიყვარულის ტვირთი, უუფლებო სიყვარულად მაწევს. უშენობის ყველაზე დიდ ტკივილს, უუფლებო სიყვარულით დავდევ. უუფლებო სიყვარული შემრჩა და თუ შემრჩა შენ სად დამეკარგე?!